- საერთაშორისო ურთიერთობები
- პარტნიორი უნივერსიტეტები
- საერთაშორისო პროფილი
- საერთაშორისო პარტნიორები და წევრობა
- საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი
- თსუ-ს საერთაშორისო პროექტები
- გაცვლითი სტუდენტები და პერსონალი თსუ-ში
- გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისა და პერსონალისთვის
- სიახლეები
- მიმდინარე კონკურსები
- რაოდენობრივი მაჩვენებლები
- საკონტაქტო ინფორმაცია
- გვერდის რუკა
ცხადდება კონკურსი
თსუ-ს ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისათვის
2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის
თსუ-ს ევროპული პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებული სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ-ს ბაკალავრიატის საფეხურის მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრების და მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე სემესტრის სტუდენტებს, რომელთაც აქვთ GPA არანაკლებ 2.5-სა
კონკურსზე განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე!
მობილობის პერიოდი: 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი
სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით იხილეთ აქ, ისევე როგორც, კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, იხილეთ აქ.
!! გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ს ვებ-გვერდზე!
დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაგვიკავშირდით შემდეგ ელ-ფოსტის მისამართებზე:
- ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: exchange@tsu.ge
- DAAD-ს აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამების ფარგლებში შემოთავაზებულ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებულ საკითხებზე: outgoingmobility@tsu.ge